პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა — კომპიუტერული პროგრამა ან პროგრამების ნაკრები, რომელიც გამოიყენება კომპიუტერის სამართავად.
ტერმინი „პროგრამული უზრუნველყოფა“ (ინგლ. software) კომპიუტერული პროგრამების აღსაწერად პირველად მათემატიკოსმა ჯონ უაილდერ ტუკმა 1958 წელს გამოიყენა. პროგრამული უზრუნველყოფის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული XX საუკუნის შუა პერიოდის ციფრული კომპიუტერების განვითარებასთან. თავდაპირველად პროგრამები იწერებოდა მანქანურ ენაზე, რომელიც სპეციალურად ამ კონკრეტული აპარატურისთვის იყო შექმნილი. 1958 წელს მაღალი დონის პროგრამირების ენების გამოჩენამ ხელი შეუწყო ადამიანისთვის უფრო გასაგები ინსტრუქციების შექმნას, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება გააადვილა და სხვადასხვა კომპიუტერულ არქიტექტურაში მათი გამოყენება უფრო მოქნილი გახადა. დროთა განმავლობაში, ქსელების, ოპერაციული სისტემებისა და მონაცემთა ბაზების განვითარებასთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფა უფრო კომპლექსური გახდა.
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი, პროგრამირება, ტესტირება, გამოშვება და მომსახურება/მხარდაჭერა. პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფა და უსაფრთხოება საკვანძო ასპექტებია, რადგან შეცდომებმა (ბაგებმა) შეიძლება გამოიწვიოს სისტემის გაუმართაობა და უსაფრთხოების პრობლემები. გარდა ამისა, ისეთი იურიდიული საკითხები, როგორიცაა პროგრამული უსაფრთხოების ლიცენზიები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროგრამული პროდუქტების დისტრიბუციაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ablon, Lillian; Bogart, Andy (2017) Zero Days, Thousands of Nights: The Life and Times of Zero-Day Vulnerabilities and Their Exploits (en). Rand Corporation. ISBN 978-0-8330-9761-3.
- Anderson, Thomas; Dahlin, Michael (2014) Operating Systems: Principles and Practice, 2 (en), Recursive Books. ISBN 978-0-9856735-2-9.
- Campbell-Kelly, Martin; Garcia-Swartz, Daniel D. (2015) From Mainframes to Smartphones: A History of the International Computer Industry (en). Harvard University Press. ISBN 978-0-674-28655-9.
- Daswani, Neil; Elbayadi, Moudy (2021) Big Breaches: Cybersecurity Lessons for Everyone. Apress. ISBN 978-1-4842-6654-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პროგრამული უზრუნველყოფა“ ვიკისაწყობში.`- პროგრამული უზრუნველყოფა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)